სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი

20 აგვ 2026

სასკოლო ფორმების გაცემა საქართველოს მასშტაბით პირველ სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ამ ეტაპზე ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მიმდინარეობს.

სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ,  სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში ჩართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.

ასევე ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ მოსწავლეებს. 

ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების გაცემისა და შეძენის პროცესს ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” გაუწევს.