20 აგვ 2026
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” (კოლანჯელო ენდ პარტნერს) მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის ტური ჩატარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ სამზარეულოს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.