ტრამპი ირანს ეკონომიკური ომით და იზოლაციით ემუქრება

20 აგვ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანს მხარს დაუჭერს ან მას რაიმე სახის დახმარებას გაუწევს, რომ ვაშინგტონისგან მძიმე ეკონომიკურ შედეგებს უნდა ელოდოს.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესს, აეროპორტებსა თუ სახელმწიფო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის სამაშველო რგოლის მიწოდების უფლებას მისცემს, თავად აღმოჩნდება მძიმე ეკონომიკური შედეგების წინაშე“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე. მას არ დაუკონკრეტებია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი ასეთი ქვეყნის წინააღმდეგ. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მხოლოდ ამერიკის ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.