20 აგვ 2026
პერუში წყალდიდობამ წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია, რის გამოც სამხრეთ ლიმის სამ რაიონში ათობით სახლი და გზა დაიტბორა, შეწყდა სასწავლო პროცესი. მაჩუ-პიქჩუს არქეოლოგიურ ძეგლთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა.
პერუს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია და გზები ჩაკეტა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაჩუ-პიქჩუმდე მისასვლელი ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მარშრუტი — „ინკების ბილიკი“ შაბათამდე დაკეტილი დარჩება.