​„ღამის სერენადები 2026“

20 აგვ 2026

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ დაიწყო.  ფესტივალი ტრადიციულად ბორჯომში  გაიხსნა,ორგანიზატორების ინფორმაციით   წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე შვიდი კონცერტით აღინიშნება. 

ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალის საკონცერტო საღამოები  21, 23 და 25 აგვისტოს ბათუმში დრამატულ თეატრში გაიმართება. 

საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“; აჭარის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის, ბორჯომის მერიის მხარდაჭერით  იმართება.