ხანძარი ე.წ. ოცნების ქალაქში

20 აგვ 2026

ხანძარი იყო ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. ბოლქვაძეების  ბარაკული ტიპის საცხოვრებელი  სრულად განადგურდა, ოჯახის ინფორმაციით, ვერც საყოფაცხოვრებო ტექნიკის და პირადი ნივთების გადარჩენა მოახერხეს.

სამწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამსახურები. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.