მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა

20 აგვ 2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ კაორი იშიკავას შეხვდა.

აუდიენციისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს სააგენტოებს შორის არსებულ თანამშრომლობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე – 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს პრიორიტეტულ მიმართულებებს.  

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობისა და გაეროს სააგენტოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.