„შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“

20 აგვ 2026

ბათუმი დღეს და ხვალ „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალში  45-მდე მეფუტკრე-ფერმერი და მეწარმე მონაწილეობს, რომელთა ნაწარმს გამოფენის გახსნისას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ორი დღის განმავლობაში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ევროპის მოედანზე დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახეობის თაფლი და ფუტკრის პროდუქტები პირდაპირ მწარმოებლებისგან. 

პროგრამა ასევე მოიცავს Live Cooking შოუს, სადაც თაფლის გამოყენებით სპეციალური კერძები და დესერტები მომზადდება. 

ხანგრძლივი თანამშრომლობის დასამყარებლად კი სასტუმროებისა და რესტორნების  წარმომადგენლებისა და მეფუტკრეების პირდაპირი ბიზნეს-შეხვედრები შედგება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო აქტივობებიც, ხოლო საღამოებს  ელექტრონული მუსიკის პროგრამა დაასრულებს.

ღონისძიების ორგანიზატორია „აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს-ასოციაცია“, აჭარის  სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და აჭარის  სავაჭრო-სამრეწველო პალატა.