იშლება თუ არა „ოპოზიციური ალიანსი“ - პოლიტიკური შეფასებები

20 აგვ 2026

ოპოზიციური ალიანსი ერთიანობაზე აღარ საუბრობს. 9 პარტიის წევრებს შორის ბოლო 2 თვეა არც შეხვედრა გამართულა, არც ერთობლივი ბრიფინგი ჩატარებულა. საკითხი პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა, ალიანსის წევრებს კი ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

საპარლამენტო ოპოზიციაში ალიანსის დაშლა არ უკვირთ და მიაჩნიათ, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერის საკითხია გასარკვევი. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ალიანსის წევრებს მხოლოდ ქვეყნის სიძულვილი აერთიანებთ და მათ საზოგადოების ნდობა და თანადგომა არ აქვთ.