ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექროენერგიის მიწოდების ხაზი დაზიანდა

20 აგვ 2026

გაეროს ბირთვული სააგენტოს ინფორმაციით,  რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო  გარე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სისტემების ენერგომომარაგებაზე საავარიო დიზელ-გენერატორები გადაერთო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით დაზიანება მდინარე დნეპრის ჩრდილოეთ სანაპიროზეა დაფიქსირებული, ხოლო სამხედრო მოქმედებების გამო ტექნიკოსებმა ელექტროენერგიის გათიშვის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს.

ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.