იაპონიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგზე მომუშავე მუშებს დაეჯახა

20 აგვ 2026

იაპონიაში, სარკინიგზო სადგურზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებისას, მატარებლის დაჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სადგურზე, მატარებელი მუშებს მაშინ დაეჯახა, როცა ისინი ლიანდაგს სარეველა ბალახისგან ასუფთავებდნენ. 

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, უბედური შემთხვევის დროს მატარებელს პოპულარული ტურისტული მიმართულებიდან — ტობუ ნიკოს სადგურიდან — ტოკიოსკენ დაახლოებით 50 მგზავრი გადაჰყავდა.