ინდოეთში სკოლის საკვებით 30-ზე მეტი მოსწავლე მოიწამლა

20 აგვ 2026

ინდოეთის ბიჰარის შტატის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, უხარისხო საკვებით სულ მცირე 34 მოსწავლე მოიწამლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სადილის მომზადებისას მარილის ნაცვლად სარეცხი ფხვნილი გამოიყენეს.

მოსწავლეები თავბრუსხვევისა და ღებინების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა, ხოლო სამი მზარეული სამსახურიდან დაითხოვეს.