20 აგვ 2026
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიის სოფელ არჩეულში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს. მიქანაძე საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებლებს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.