20 აგვ 2026
მცხეთაში მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქ მცხეთაში სატვირთო მოძრაობის ინტენსივობის ზრდა გამოიწვია. რევაზ სოხაძემ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობაც დაათვალიერა. ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.