20 აგვ 2026
უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვებების მაუწყებლობა განაახლა. ეთერი ერთ თვეზე მეტი ხნით იყო შეჩერებული სამთავრობო რეფორმების ფარგლებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „დამოუკიდებელ და სანდო“ წყაროდ გარდაქმნას ისახავდა მიზნად.
ქვეყნის მთავარმა არხმა ემ-პირველმა პირველი საინფორმაციო გამოშვება ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე უნგრეთის ეროვნულ დღესასწაულზე გადასცა, რომელიც ახალი პრეზიდენტის, ანდრაშ ბაკის ინაუგურაციის გაშუქებით გაიხსნა. მაუწყებელმა ყველა საინფორმაციო გადაცემა 7 ივლისს, რესტრუქტურიზაციის დაწყებისთანავე შეაჩერა.
მაშინ სახელმწიფო ტელევიზიამ შავ ეკრანზე შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა- „საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იტყუებოდეს. მიუხედავად ამისა, ბოდიშს გიხდით, რომ წლების განმავლობაში სწორედ ასე ვიქცეოდით. ამჟამად საზოგადოებრივი მედია გარდაქმნის პროცესშია, რათა მომავალში დამოუკიდებელი და სანდო გახდეს.“
მაუწყებლობის შეჩერებას წინ უძღოდა უნგრეთის მთავრობის დაპირება საზოგადოებრივი მედიის ძირფესვიანი რეფორმირების შესახებ, რაც ტელევიზიის სანდოობასთან დაკავშირებულ კრიტიკას მოჰყვა. ეს რეფორმები მნიშვნელოვანი გარდატეხაა უნგრეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ.
მაუწყებლმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა, წარსულში დაშვებული შეცდომები აღიარა და საზოგადოებას მომავალში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის პირობა მისცა.