20 აგვ 2026
თურქეთი გააგრძელებს სირიის მხარდაჭერას საკუთარი სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში — განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა სირიის ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
თურქეთის თავდაცვის უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისრაელის მიერ დაბომბილ ავიაბაზაზე საჰაერო თავდასხმამდე ან მისი მიმდინარეობისას თურქეთის სამხედრო დელეგაცია არ იმყოფებოდა.
უწყებამ ასევე გაიმეორა ანკარის მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, მიიღოს უფრო ქმედითი და ეფექტიანი ზომები ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ, რაც, მისი თქმით, საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.