რიგაში ლატვიისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

20 აგვ 2026

რიგაში ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ლიეტუველ კოლეგა  მინდაუგას სინკევიჩიუს უმასპინძლა.  ლიდერებმა  ბალტიისპირეთის ქვეყნების წინაშე არსებული ჰიბრიდული თავდასხმები და მიგრაციული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც რუსეთის მოსაზღვრე ევროპულ ქვეყნებში შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო — მათი შეფასებით, კონფლიქტი ნატოს ჩრდილოეთ საზღვრებთან ჰიბრიდულ საფრთხეებს წარმოშობს. ლატვიის მეზობელი ესტონეთი იკვლევს, მონაწილეობდა თუ არა რუსეთი  გასულ კვირას თავდაცვის კონტრაქტორი კომპანიის შენობის დაწვაში.

კულბერგსმა ბოლოდროინდელი ინციდენტები უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ნაწილად შეაფასა.