რუმინეთში საზღვაო დრონი გაანადგურეს

20 აგვ 2026

რუმინეთში ეფ-16 ტიპის გამანადგურებლებმა შავი ზღვის გაზის პროექტ „ნეპტუნ დიპიდან“ რამდენიმე ასეულ მეტრში საზღვაო დრონი გაანეიტრალეს— განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცამ. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შავ ზღვაში კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის მიმართ გაზრდილ საფრთხეს.   

ნატოს წევრ რუმინეთს უკრაინასთან 614 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს რუსულმა დრონებმა, ხოლო შავ ზღვაში, სავაჭრო და ენერგეტიკულ მთავარ მარშრუტებზე, საზღვაო ნაღმები ჩნდება.

ხუთშაბათის ინციდენტს წინ უძღოდა მსგავსი შემთხვევა მიმდინარე თვის დასაწყისში, როდესაც სამხედრო მყვინთავებმა გაანადგურეს „გერბერას“ ტიპის ორი დრონი, რომლებიც „ნეპტუნ დიპის“ ოფშორული პროექტის მახლობლად, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაცურავდნენ.

„პლატფორმაზე მომუშავე რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მივიღეთ გადაწყვეტილება საზღვაო დრონის განადგურების შესახებ“, — დაწერა მირუცამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მას დრონის წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინამ დაადასტურა — აპარატი მის ძალებს არ ეკუთვნოდა. რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.