საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

20 აგვ 2026

მივმართავ ხელისუფლებას, თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კორუფციაში მხილებული და მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი წერს რომ ის არავის ებრძვის და არც არავის წინააღმდეგ იბრძვის, მას მხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის დაცვა სურს.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე აცხადებს რომ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით სთხოვენ რომ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიონ, რათა პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდეს. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს და ექსპერტების შეფასებებს კი ცილისმწამებლურ განცხადებებად მიიჩნევს