21 აგვ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი ხელბურთისა და ფრენბურთის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა და „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მოდიფიკაციის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილია ფონდის განახლება და მასში ყველა სათამაშო სახეობის გაერთიანება.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები რაგბისა და კალათბურთის კლუბების წარმომადგენლებთან.
ფონდი ფუნქციონირებას მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს.