21 აგვ 2026
150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს გადაეცემათ.
ამ ეტაპზე ისინი ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.
საცხოვრებელი კომპლექსები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ასევე შენდება თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში.