21 აგვ 2026
21, 23 და 25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026-ს“ უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე, ახალგაზრდა შემსრულებლები. ღონისძიება საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროების ბორჯომის მერიის, თბილისის მერიისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, გაიხსნა და თბილისში დასრულდება.