21 აგვ 2026
ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ რუსეთისა და ავსტრალიის ორმაგ მოქალაქეს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ უკანონო საქმიანობის შესახებ ბრალდება წაუყენა.
გამოძიების თანახმად, იგი უკრაინის სამხედრო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა იმ პირებისთვის, რომლებსაც რუსეთის დაზვერვასთან არიან კავშირში. 27 წლის კაცი დღეს ქალაქ ბრიზბენის სასამართლოს წინაშე წარდგება.
სამართალდამცავთა მტკიცებით, იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2025 წლის მაისში შეუერთდა და იქ მოპოვებული ინფორმაცია გაავრცელა. წაყენებული ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში იგი სამხედრო ტიპის წვრთნების გასავლელად რუსეთში გაემგზავრა, იმავე წლის დეკემბერში ავსტრალიაში დაბრუნდა, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა.