კიევში რუსული დრონების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

21 აგვ 2026

რუსული დრონის ნამსხვრევებმა კიევის ჰოლოსიევსკის რაიონში ერთი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია  სამი -განაცხადა მერმა. ნამსხვრევები ბიზნეს ცენტრს დაეცა.

ინციდენტები რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა კიევსა და მიმდებარე რეგიონში 16 ადამიანი იმსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა, რასაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა უწოდა. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით ათობით რაკეტა და 168 დრონი გაუშვა,  კიევის ხელისუფლებამ რვა ადამიანის დაღუპვის შემდეგ 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.