ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო მეტროს სადგურები დაიტბორა

21 აგვ 2026

ნიუ-იორკში ძლიერი წვიმების გამო ქუჩები და მეტროს სადგურები დაიტბორა. სოციალურ მედიაში მეტროში გადაღებული ვიდეოები ვრცელდება, რომლებზეც ასახულია თუ როგორ ჟონავს მეტროს სადგურის ჭერიდან წყალი და ავსებს პლატფორმებს.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ნიუ-იორკის ზოგიერთი ნაწილისთვის, წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.