შეხვედრა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან

21 აგვ 2026

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. 

არჩევნები და ახალგაზრდების როლი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები - შეხვედრის მონაწილეებმა ამ თემებზე ისაუბრეს. 

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა.