გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და ერთობლივი განცხადება - პოლიტიკური შეფასება

21 აგვ 2026

გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ სხდომას და საქართველოს მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში''.

დეპუტატი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევა, რათა საქართველომ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები.