21 აგვ 2026
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, იგი მილიონ 924 ათასი ლარით იზრდება. შესაბამისი ცვლილება დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. დაგეგმილია ქუჩებისა და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ელექტროავტობუსების შეძენა, ახალი მოსაცდელების მოწყობა. დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ახალი სიპის დაფუძნებას.
არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. როგორც ბიუჯეტზე ასევე ახალ სამსახურთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ოპოზიციას.
ვაჟა დარჩიას განცხადებით, ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობების ფონზე, მაშინ, როდესაც არაერთხელ გადავადდა გენგეგმის დამტკიცება, სამშენებლო მიმართულებით ახალი სამსახურის შექმნა არაერთ კითხვას აჩენს.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ახალი სამსახურის მიზანი მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებული და სწრაფი სერვისების შეთავაზებაა.
ოპოზიციას კითხვები ჰქონდა საბავშვო ბაღების გაჭიანურებულ მშენებლობებთან დაკავშირებითაც.
დღეს სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს, ასევე ცვლილებები შეეხება ბათუმის მერიის აიპებს საჭადრაკო კლუბ ''ნონასა'' და ბათუმის საცხენოსნო კლუბს, დაგეგმილია მათი ლიკვიდაცია და აიპ ‘“სპორტულ ცენტრში“ გაერთიანდება.