21 აგვ 2026
გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ სხდომას და საქართველოს მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებენ ქართულ ოცნებაში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევა.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსეთი დღემდე არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას და უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.