დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

21 აგვ 2026

„ნაციონალური მოძრობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით უპირისპირდებიან, რომლის საბაბად, ამჯერად, ნიკა გილაურის მიერ წინასაარჩევნოდ 40 მილიონიანი დაფინანსების ბრალდება იქცა.

ანა წითლიძე პარტია "ახალის" ლიდერს "რუსთავი 2-ის", "მთავარი არხისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გაძარცვაში და „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს, მიხეილ სააკაშვილი კი მასთან ერთად ბრძოლაში შესვლას საშიშად მიიჩნევს და გვარამიას ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას უწოდებს.   

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბრალდებას გვარამიამ კონტრბრალდებით უპასუხა და მისი წევრების მილიონიანი გარიგებები შეახსენა. დაპირისპირება პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.