21 აგვ 2026
''ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინა.
ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე დაგეგმილია ახალი დასახლებისთვის შესაბამისი ლოკაციის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ხოლო მომდევნო ეტაპები საინჟინრო კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და შესაბამისი ცენტრალური უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
მომდევნო კვირიდან, პროექტში ჩართვის მსურველ მოსახლეობასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმირება და კონკრეტულ ეტაპებზე მუშაობა დაიწყება.