21 აგვ 2026
შვეიცარიის ქალაქ თუსისში რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, რვა დაშავდა, ორის მდგომარეობა მძიმეა. 14-მა ადამიანმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან თავის დაღწევა შეძლო.
შენობა, სადაც აპარტამენტებთან ერთად რესტორანიც იყო განთავსებული, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. გრაუბუნდენის კანტონის პოლიციის განცხადებით, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, მიზეზი ჯერ უცნობია.
სამაშველო სამსახური ადგილობრივი დროით შუაღამის შემდეგ გამოიძახეს და ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
ალპური გრაუბუნდენის რეგიონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გრიზონსი, აღმოსავლეთ შვეიცარიაში პოპულარული დასასვენებელი ადგილია როგორც ზამთრის სპორტისთვის, ასევე ზაფხულის აქტივობებისთვის.