ინდოეთში ფალსიფიცირებულმა ალკოჰოლმა 8 ადამიანის იმსხვერპლა

21 აგვ 2026

ინდოეთის  გუჯარატის შტატში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შემდეგ, რვა ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ჩინოვნიკის თქმით, 25 პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 10 უკვე გაწერეს.  

პოლიციამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით 13 კონტრაბანდისტი დააკავა, რომლებიც 31 აგვისტომდე პოლიციის წინასწარი პატიმრობაში დარჩებიან.  

გუჯარათში აკრძალულია ალკოჰოლის წარმოება, გაყიდვა და მოხმარება, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აქვთ მთავრობის ნებართვა. უკანონოდ დამზადებული ალკოჰოლით, რომელიც ცნობილია როგორც ჰუჩი ან სოფლის ლიქიორი - სიკვდილიანობა ინდოეთში ხშირია.