21 აგვ 2026
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა. ანსამბლებმა „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.
კონცერტს სვანეთში ჩამოსული ტურისტებიც დაესწრნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.