21 აგვ 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში „ბათუმის თასი 2026“. შეჯიბრება 11, 13 და 15 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება და მასში საქართველოსთან ერთად, ექვსი ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ასპარეზობა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგშიც გაიმართება.
„ბათუმის თასი 2026“ ბათუმის სპორტის სასახლისა და აჭარის ბადმინტონის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.
ტურნირი კვირას, 23 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულებს და პრიზიორებს შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და სიგელები გადაეცემათ.