ლაშა დარსალია – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხაზგასმულია ტერმინი ოკუპაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

21 აგვ 2026

ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, შესაბამისად ჩვენი თხოვნის საფუძველზე პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა, ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით,  გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი და მტკიცე განცხადებები გაკეთდა, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.