ბათუმის საკრებულოს სხდომა

21 აგვ 2026

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, იგი მილიონ 924 ათასი ლარით იზრდება. შესაბამისი ცვლილება დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

გადეგმილია ქუჩებისა და სკვერების მშენებლობა რეაბილიტაცია, ელექტოავტობუსების შეძენა, ახალი მოსაცდელების მოწყობა. ასევე ზრდა შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს.

დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ახალი სიპის დაფუძნებას. არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინიციატივის ავტორები განმარტავენ რომ ახალი სამსახურის მიზანი მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებული და სწრაფი სერვისების შეთავაზებაა.

ახალ სამსახურთან დაკავშირებით ოპოზიციაში შენიშვნები აქვთ. 

ვაჟა დარჩიას განცხადებით, ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობების ფონზე,  მაშინ როცა არაერთხელ გადავადდა გენგეგმის დამტკიცება. სამშენებლო მიმართულებით ახალი სამსახურის შექმნა კითხვებს აჩენს.

მმართველი გუნდი ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს, ასევე საუბრობენ ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციაზე.

ოპოზიციაში კითხვები აქვთ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. ასევე დღეს სხდომაზე კითხვები დაისვა საბავშვო ბაღების გაჭიანურებულ მშენებლობასთან  დაკავშირებითაც.

სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახალ პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ და კეთილმოწყობის სამუშაოებს. დღეს სხდომაზე  6 საკითხი განიხილეს,  ცვლილებები შეეხება ბათუმის მერიის ორ აიპს, საჭადრაკო კლუბ ''ნონასა'' და ბათუმის საცხენოსნო კლუბს, ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაციები აიპ ‘“სპორტულ ცენტრში“ გაერთიანდება.