21 აგვ 2026
„ღამის სერენადების'' წლევანდელი პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა შემსრულებლები.
ღონისძიება საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროების, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება, მომდევნო სამი დღე კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ბათუმი უმასპინძლებს.