აშშ-სა და კანადას შორის ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა

22 აგვ 2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს-განცხადებას ორივე მხარე ავრცელებს.   აშშ კანადიდან ზოგიერთ იმპორტირებულ საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ  20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 338-ე მუხლით გათვალისწინებული ტარიფები შაბათს, შუაღამის შემდეგ ამოქმედდება. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა და კანადა ახალ ტარიფებზე საპასუხო ზომებს მიიღებს.

აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ვაშინგტონში კანადის აშშ-სთან ვაჭრობის მინისტრ დომინიკ ლებლანკსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირს შორის სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.