22 აგვ 2026
შვედეთის მეფემ, კარლ გუსტავმა, მწუხარება და შეშფოთება გამოთქვა ქალაქ ფაგერშტის სასუალო სკოლაში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის გამო. შვედეთის სამეფო კარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მეფემ მწუხარებითა და შეშფოთებით მიიღო და თანაგრძნობა გამოუცხადა დაზარალებულებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
წერილში ხაზგასმულია ფაგერშტისა და მთელ შვედეთში მოსწავლეებში, სკოლის პერსონალსა და მშობლებში ინციდენტის შედეგად გამოწვეული შიში. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ხმლით შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდა ბრინელის საშუალო სკოლაში მოსწავლეებს თავს დაესხა, ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა, სანამ პოლიცია მას ესროდა და დააკავებდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.