22 აგვ 2026
უკრაინის ქალაქ კრივი რიჰგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სავაჭრო ცენტრზე ორი რუსული დრონის დარტყმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 9 დაკარგულად მიიჩნევა, მათ სორის 2 ბავშვია და 130-ზე მეტი დაშავდა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქში დღისით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის 22 ბავშვია-დაწერა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ჰანჟამ ტელეგრამზე. „29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის ხუთი ბავშვი“, - აღნიშნა მან.