„ღამის სერენადების" პირველი საფესტივალო დღე, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა

22 აგვ 2026

„ღამის სერენადების" პირველი საფესტივალო დღე, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. წლევანდელი კონცერტები ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, შესაბამისად, პროგრამა წელს ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია, ფესტივალი შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა შემსრულებლები. კონცერტს ბეატრიჩე ვენეცი დირიჟორობდა. ღონისძიება საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროების, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება, მომდევნო სამი დღე კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ბათუმი უმასპინძლებს.