დღეს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა სევერიანე აჭარელის ხსენების დღეს აღნიშნავს

22 აგვ 2026

დღეს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა სევერიანე აჭარელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სევერიანე აჭარელი ერთ- ერთი პირველი მუსლიმი ქართველი იყო, რომელიცმამაპაპურ სარწმუნოებას დაუბრუნდა. იგი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე იყო და დიდი წვლილი შეიტანა აჭარის ხელახლად გაქრისტიანებაში. საქართველოს ეკლესიამ სევერიანე აჭარელი 2018 წლის 22 აგვისტოს, მისი გარდაცვალების დღეს წმინდანად შერაცხა.