22 აგვ 2026
ჩრდილოეთ ირლანდიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან- გიგანტების გზიდან, რომელიც უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი 40 ათასამდე ბაზალტის სვეტისგან შედგება, ძეგლის დაცვის მუშაკებმა 10 ათასამდე მონეტა ამოიღეს.
2025 წელს ძეგლის დაცვის პროექტის დაწყების შემდეგ 20 კგ-ზე მეტი მონეტაა ამოღებული.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ მონეტები დროთა განმავლობაში იჟანგებოდა და ბაზალტის სვეტებზე ბზარებს და ლაქებს ტოვებდა. ვიზიტორები წლების განმავლობაში ტოვებდნენ მონეტებს სვეტებში იღბლის ან სიყვარულის სიმბოლოდ და ეს პრაქტიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დასუფთავება გეოლოგების რეკომენდაციებით განხორციელდა, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ მონეტები როგორც ფიზიკურ, ასევე ქიმიურ გავლენას ახდენდა უნიკალურ კლდოვან წარმონაქმნებზე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.