22 აგვ 2026
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაეილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების გამოცხადება „გაეროს წევრ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ექსტრატერიტორიული სუვერენიტეტის დადასტურებაა“.
„ასეთ მეორად სანქციებს საერთაშორისო სამართალში არანაირი საფუძველი არ აქვს“, - წერს ბაღაი იქსზე.
მისივე თქმით, ეკონომიკური იძულება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს იძულებას შეცვალოს თავისი კანონიერი პოლიტიკური არჩევანი, წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე უკანონო ქმედებას.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ორშაბათს, პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ გამოაცხადებს, პარალელურად მოუწოდებს ჩინეთს ვაშინგტონთან თანამშრომლობისკენ.
2025 წლის მონაცემებით, ჩინეთი ირანისგან ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობს. პეკინის ვაშინგტონს დიპლომატიისკენ მოუწოდებს.