22 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს.
ტრამპმა ეს განცხადება პოლიტიკურად ახალბედა დარლინ გრეჰემის მხარდამჭერ მიტინგზე გააკეთა, რომელიც მისი გარდაცვლილი ძმის სენატის ადგილისთვის იბრძვის.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, თეირანი ჯერ მზად არ არის სწორი გარიგებისთვის და რომ ვაშინგტონი აკვირდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვაშინგტონმა პირობა დადო, რომ ირანის ხელმძღვანელობის დამხობის მიზნით ისტორიაში ყველაზე მკაცრ ფინანსურ სანქციებს დააწესებს.