22 აგვ 2026
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.
გერმანელი მინისტრის თქმით, უკრაინას კვლავ სჭირდება საერთაშორისო დახმარება და ისაუბრა უკრაინის ინფრასტრუქტურის ზამთრის სეზონისთვის წინასწარ მომზადების აუცილებლობაზე.
თავის მხრივ ვადეფულის უკრაინელმა კოლეგამ ანდრი სიბიჰამ „ამერიკული მხარისგან უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებას გასუვა ხაზი. სიბიჰას თქმით, აშშ-ს გარეშე სამართლიანი მშვიდობის მიღწევა არარეალურია.“
„ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ ომის დასრულება.
ამის ერთი და პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება პუტინია-განაცხადა სიბიჰამ და აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ რუსული მხარე მზად არის სერიოზული მოლაპარაკებების პროცესისთვის.