22 აგვ 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ, აფხაზეთის მთავრობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს.
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.