22 აგვ 2026
,,ორი მზე და უსასრულობა“ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო ბათუმში. ისტორიულ რომანში წარმოჩენილია ფარსმან ქველის მეფობის ხანა. ეპოქალური ნაწარმეობის პირველ ნაწილში აღწერილია ფარსმან ქველის პერიოდის პოლიტიკა, ურთიერთობები რომთან, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები.
წიგნში გაცოცხლებულია არმაზში აღმოცენილი საფლავის ბილინგვაზე ნახსენები მშვენიერი სერაფიტისა და იბერიის ძლევამოსილი ეზოსმოძღვრის იოდმანგანის საბედისწერო სიყვარულის ამბავი.
ისტორიულ და ლიტერატურულ ცნობებზე დამყარებულ რომანზე ავტორი ლეილა სინჯარაძე წლების განმავლობაში მუშაობდა, თითქმის დასრულებულია წიგნის მეორე ნაწილზე მუსაობაც.