ჩინეთში ჰუმანოიდურმა რობოტმა უსეინ ბოლტის რეკორდი მოხსნა

22 აგვ 2026

პეკინის ინოვაციური ცენტრის მიერ შექმნილმა ჰუმანოიდმა რობოტმა 100 მეტრიანი სპრინტი 9.39 წამში გაირბინა, რითაც იამაიკელი სპრინტის ლეგენდა უსაინ ბოლტის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. 
ბოლტმა  2009 წელს ბერლინში მძლეოსნობის  მსოფლიო ჩემპიონატზე 100-მეტრიან სპრინტი 9.58 წამში დაფარა.  
პეკინის ინოვაციური ცენტრის მიერ შექმნილმა „ტიანჟუომ“ ჩინური ჰუმანოიდური რობოტის, უნიტრის და ჩინური სმარტფონების მწარმოებელი ჰონორის კიდევ ორ ჰუმანოიდ რობოტს აჯობა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, ჰონორის მიერ შექმნილმა ჰუმანოიდმა რობოტმა სატესტო გარბენაში 100 მეტრი 9.32 წამში დაფარა.